სამეწარმეო სამართალი ბიზნესის „ხერხემალია“, ამიტომ ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ იდეა გადაიქცეს გამართულ, დაცულ და კანონიერ სტრუქტურად. ეს პროცესი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კომპანიის რეგისტრაცია, ეს არის ბიზნესის დაზღვევა სამომავლო კრიზისებისგან.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სწორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევაში. ადვოკატი გირჩევენ, თქვენი საქმიანობისთვის უკეთესი იქნება თუ არა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება თუ ინდივიდუალური მეწარმეობა, რადგან თითოეულს განსხვავებული საგადასახადო და მმართველობითი სპეციფიკა აქვს. ამის შემდეგ იწყება კომპანიის წესდების შექმნა. იურისტები ზრუნავენ, რომ მასში მკაფიოდ გაიწეროს პარტნიორებს შორის მოვალეობები, მოგების განაწილების წესი და, რაც მთავარია, ბიზნესიდან გასვლის ან პარტნიორული დავის გადაჭრის მექანიზმები.
როდესაც ბიზნესი ოპერირებას იწყებს, იურიდიული გუნდი ხდება თქვენი „დაზღევა“ სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ისინი ადგენენ კონტრაქტებს მომწოდებლებთან, კლიენტებთან და თანამშრომლებთან. მათი მიზანია, ხელშეკრულებაში არ დარჩეს ორაზროვანი პუნქტები, რომლებიც მოგვიანებით თქვენს წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული. ისინი ასევე ზრუნავენ თქვენს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, ბრენდის სახელსა თუ ლოგოზე, რათა სხვა კომპანიამ თქვენი შრომის ნაყოფი უკანონოდ არ გამოიყენოს.
თუ ბიზნესის გაფართოებას, სხვა კომპანიასთან შერწყმას ან ინვესტიციის მოზიდვას გადაწყვეტთ, იურისტები ატარებენ სამართლებრივ აუდიტს (Due Diligence). ისინი ამოწმებენ ყველა რისკს, რათა დარწმუნდნენ, რომ გარიგება თქვენთვის მომგებიანი და უსაფრთხოა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორებს შორის უთანხმოება წარმოიშობა, იურიდიული გუნდი ცდილობს კონფლიქტის მედიაციით მოგვარებას, რათა ბიზნესმა ფუნქციონირება არ შეწყვიტოს.
ფაქტობრივად, იურიდიული გუნდი ბიზნესმენს ათავისუფლებს ბიუროკრატიული და სამართლებრივი შიშებისგან, რაც მას საშუალებას აძლევს, მთელი ყურადღება საქმის განვითარებაზე გადაიტანოს.



