ჩვენ გუნდი გეხმარებათ როგორც მემკვიდრეობის მიღების პროცესის სამართლებრივ მართვაში, ისე მოსალოდნელი დავების თავიდან არიდებაში.
ადვოკატი უზრუნველყოფს სამკვიდრო მოწმობის მოპოვებას, ქონების მოძიებასა და მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. საჭიროების შემთხვევაში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა მემკვიდრეებთან ქონების სამართლიანად გადანაწილებაზე ან ვამზადებთ სამკვიდროს გაყოფის ხელშეკრულებებს. თუ არსებობს დავა, ჩვენ ვიცავთ თქვენს პოზიციას სასამართლოში – იქნება ეს ანდერძის ბათილად ცნობა, სამკვიდრო წილის განსაზღვრა თუ მემკვიდრეობის მიღების ვადის აღდგენა.
ჩვენი მიზანია, მინიმალური ბიუროკრატიული ბარიერებითა და კონფლიქტების გარეშე, დაგეხმაროთ იმ საკუთრების კანონიერად გაფორმებაში, რომელიც თქვენ სამართლიანად გეკუთვნით.



