სახელმწიფო შესყიდვების რთულ და ბიუროკრატიულ პროცესში ჩვენი გუნდი სატენდერო პირობების სწორედ შეფასებისთვის თქვენი მთავარი დამხამრე იქნება, რომელიც იზრუნებს, რომ თქვენი ბიზნესი არამხოლოდ ფორმალურად ჩაერთოს სახელმწიფო შესყიდვებში, არამედ რეალურად დაიცვას თქვენი უფლებები.
პროცესი იწყება იქიდან, რომ ჩვენი გუნდი პირველ რიგში ეცნობა სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პირობებს ის დეტალურად სწავლობს სატენდერო დოკუმენტაციას, რათა დაადგინოს, რამდენად სამართლიანია მოთხოვნები. თუ შეამჩნევს, რომ პირობები ხელოვნურად არის მორგებული სხვა კონკრეტულ კომპანიაზე, ის დაგეხმარებათ ამ პირობების გასაჩივრებაში ჯერ კიდევ ტენდერის დასრულებამდე. პარალელურად, ის ზედამხედველობს თქვენი დოკუმენტების მომზადებას, რათა უმცირესი ტექნიკური ხარვეზის გამო იქნება ეს არასწორი თარიღი თუ არასაკმარისი ინფორმაცია არ გამოეთიშოთ პროცესს.
იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და თქვენს დისკვალიფიკაციას მოახდენს, ჩვენი გუნდი მოამზადებს სამართლებრივად დასაბუთებულ საჩივარს შესყიდვების დავების საბჭოსთვის. აქ ჩვენი გუნდის როლი გადამწყვეტია, რადგან იურისტმა ზუსტად უნდა დაამტკიცოს, სად დაირღვა კანონი და თქვენი უფლება.
გარდა ამისა, იურისტი გიცავთ ყველაზე დიდი საფრთხისგან „შავ სიაში“ მოხვედრისგან. თუ ურთიერთობა შემსყიდველთან დაიძაბა ან ხელშეკრულების შესრულებისას პრობლემები წარმოიქმნა, ადვოკატი აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა თავიდან აგარიდოთ საქმიანობის შეჩერება და მძიმე ფინანსური სანქციები. საბოლოო ჯამში, ადვოკატი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ენერგია მიიმართოს საქმის კეთებისკენ, ხოლო სამართლებრივი ბარიერების გადალახვა მის პროფესიულ პასუხისმგებლობად რჩება.



